https://sputnik-georgia.com/20250821/ertiani-erovnuli-gamocdebi-2025-romeli-sagnis-cabareba-gauwirda-umravlesobas-294632060.html
ერთიანი ეროვნული გამოცდები-2025: რომელი საგნის ჩაბარება გაუჭირდა უმრავლესობას
ერთიანი ეროვნული გამოცდები-2025: რომელი საგნის ჩაბარება გაუჭირდა უმრავლესობას
Sputnik საქართველო
წელს რუსულს როგორც უცხო ენას აბარებდა 1163 აბიტურიენტი, მათგან 92,5%-მა გამსვლელი ბარიერის გადალახვა შეძლო. 21.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-21T20:55+0400
2025-08-21T20:55+0400
2025-08-21T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280622957_0:179:2048:1331_1920x0_80_0_0_a29ba11030033c765d644cee8a02d2c6.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საკმაოდ ბევრმა აბიტურიენტმა - 27,3%-მა - ფიზიკა ვერ ჩააბარა.2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 39.000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეს გასულ წელთან შედარებით (47 000) 8.000-ით ნაკლებია.არჩევით საგნებს შორის აბიტურიენტებისთვის ყველაზე რთული საგანი ფიზიკა იყო. 836 ადამიანიდან ბარიერის გადალახვა მხოლოდ 72%-მა (608 ადამიანმა) შეძლო. საშუალო ქულაც საკმაოდ დაბალი იყო - 63-დან 28,9. თავის მხრივ, მათემატიკა 12,27%-მა ვერ ჩააბარა.აბიტურიენტებმა არჩევით საგნებს შორის ყველაზე კარგად ლიტერატურა ჩააბარეს. ბარიერი 98,87%-მა გადალახა. საშუალო ქულა კი 70-დან 43 იყო.აბიტურიენტებმა სავალდებულო საგნებს შორის ყველაზე წარმატებით ჩააბარეს გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში. 34.119 ადამიანიდან გამსვლელი ბარიერის გადალახვა 97%-მა შეძლო. საშუალო ქულა 60-დან 40,9 იყო. მაქსიმალური ქულა 127-მა ადამიანმა მიიღო.წელს რუსულს როგორც უცხო ენას აბარებდა 1163 აბიტურიენტი, მათგან 92,5%-მა გამსვლელი ბარიერის გადალახვა შეძლო. საშუალო ქულა 70-დან 74,7 იყო.შედარებისთვის, ფრანგული ენის გამოცდა 28 ადამიანმა ჩააბარა, ხოლო ინგლისური ენის - 32,5 ათასმა.იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280622957_18:0:2031:1510_1920x0_80_0_0_380d07cf89324fdd39013bbf2524c5dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები-2025: რომელი საგნის ჩაბარება გაუჭირდა უმრავლესობას
წელს რუსულს როგორც უცხო ენას აბარებდა 1163 აბიტურიენტი, მათგან 92,5%-მა გამსვლელი ბარიერის გადალახვა შეძლო.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საკმაოდ ბევრმა აბიტურიენტმა - 27,3%-მა - ფიზიკა ვერ ჩააბარა.
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 39.000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეს გასულ წელთან შედარებით (47 000) 8.000-ით ნაკლებია.
არჩევით საგნებს შორის აბიტურიენტებისთვის ყველაზე რთული საგანი ფიზიკა იყო. 836 ადამიანიდან ბარიერის გადალახვა მხოლოდ 72%-მა (608 ადამიანმა) შეძლო. საშუალო ქულაც საკმაოდ დაბალი იყო - 63-დან 28,9. თავის მხრივ, მათემატიკა 12,27%-მა ვერ ჩააბარა.
აბიტურიენტებმა არჩევით საგნებს შორის ყველაზე კარგად ლიტერატურა ჩააბარეს. ბარიერი 98,87%-მა გადალახა. საშუალო ქულა კი 70-დან 43 იყო.
აბიტურიენტებმა სავალდებულო საგნებს შორის ყველაზე წარმატებით ჩააბარეს გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში. 34.119 ადამიანიდან გამსვლელი ბარიერის გადალახვა 97%-მა შეძლო. საშუალო ქულა 60-დან 40,9 იყო. მაქსიმალური ქულა 127-მა ადამიანმა მიიღო.
წელს რუსულს როგორც უცხო ენას აბარებდა 1163 აბიტურიენტი, მათგან 92,5%-მა გამსვლელი ბარიერის გადალახვა შეძლო. საშუალო ქულა 70-დან 74,7 იყო.
შედარებისთვის, ფრანგული ენის გამოცდა 28 ადამიანმა ჩააბარა, ხოლო ინგლისური ენის - 32,5 ათასმა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.