https://sputnik-georgia.com/20250821/150-devnili-ojaxistvis-borjomsi-sacxovrebeli-korpusi-sendeba-294630307.html
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსი შენდება
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსი შენდება
Sputnik საქართველო
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია 21.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-21T18:59+0400
2025-08-21T18:59+0400
2025-08-21T18:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/32/239613205_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_6421a404e246ce613402defd574819e0.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მშენებლობის ბიუჯეტი 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე 10-სართულიანი კორპუსის 8 სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები ბორჯომის პარალელურად, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს. 7 ათასამდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 ათასი ოჯახი კი "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/32/239613205_162:0:1942:1335_1920x0_80_0_0_fb232d069df4b2fa579c39f4388cfeab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსი შენდება
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მშენებლობის ბიუჯეტი 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
„სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ", - აღნოშნულია განცხადებაში.
ამ ეტაპზე 10-სართულიანი კორპუსის 8 სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები ბორჯომის პარალელურად, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს. 7 ათასამდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 ათასი ოჯახი კი "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განსახლდება.