აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშირუხი ბატი
რუხი ბატი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2025
გამოწერა
ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო - მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დასაკვირვებლად რეგიონს ორნითოლოგები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.
უწყების ცნობით, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს.
აღნიშნულ სოფლებში ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).
ყველა ახალი ამბავი
0