თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 37 პირი

© photo: FSB of the Russian Federationამოღებული იარაღი
ამოღებული იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2025
გამოწერა
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს.
ყველა ახალი ამბავი
0