საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

© Sputnik / Alexander Imedashviliაჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზია - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2025
გამოწერა
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას პირველი მოადგილე ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა, განცხადებას მაუწყებელი ავრცელებს.
ტატიშვილმა ეს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე მიიღო. მაუწყებლის დირექტორი სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას პირველი მოადგილე ეკატერინე შაინიძე შეასრულებს. მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ წინმსწრებად, 13 აგვისტოს გამოაცხადა.
24 საათიანი მაუწყებლობა, გარე წარმოების პროექტები, განახლებული სტუდიები და ტექნიკური აღჭურვილობა, გაზრდილი ხელფასები და ბიუჯეტი, განახლებული ავტოპარკი - ეს სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილის საქმიანობის შედეგია.
ყველა ახალი ამბავი
0