https://sputnik-georgia.com/20250819/evrokavsiri-saqartvelos-momavalze-wevroba-msvidobisa-da-dacvis-garantiaa-294597837.html
ევროკავშირი საქართველოს მომავალზე: წევრობა - მშვიდობის და დაცვის გარანტიაა
ევროკავშირი საქართველოს მომავალზე: წევრობა - მშვიდობის და დაცვის გარანტიაა
Sputnik საქართველო
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის გზა უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ, აღნიშნეს ორგანიზაციაში 19.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-19T17:44+0400
2025-08-19T17:44+0400
2025-08-19T17:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279200721_0:0:3195:1797_1920x0_80_0_0_270ff356e77f87c827e473000fe95101.jpg
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ, რომელიც მშვიდობისთვის შეიქმნა, არის გზა უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა გახდა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279200721_228:0:2959:2048_1920x0_80_0_0_31ea7a42b25cd9e8766ed08884f9ce54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ევროკავშირი საქართველოს მომავალზე: წევრობა - მშვიდობის და დაცვის გარანტიაა
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის გზა უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ, აღნიშნეს ორგანიზაციაში
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ, რომელიც მშვიდობისთვის შეიქმნა, არის გზა უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა გახდა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.
„ევროკავშირის შექმნის დღიდან, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა, ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა. საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წერილში.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.