წვრილმანი ხულიგნობა: რამდენი პირი დაჯარიმდა საქართველოში

© photo: Sputnik / The First Channel შსს
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2025
გამოწერა
ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული 906 პირიდან 871 მამაკაცი იყო, ხოლო 33 - ქალი.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ 2025 წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე პერიოდში „წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 904 პირი მისცა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს ორი მუხლი საქართველოში აქციებზე დაკავებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
„წვრილმანი ხულიგნობა“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთ-ერთი მუხლია, რომლის დარღვევისთვისაც, საქართველოს ხელისუფლებას 1 ოქტომბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების უფლება ექნება. ამავდროულად, დეპორტაციის შემდეგ, უცხოელები სამი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში „წვრილმანი ხულიგნობის“ სულ 916 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (247), თბილისსა (244) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (89) დაფიქსირდა.
ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული 906 პირიდან 871 მამაკაცი იყო, ხოლო 33 - ქალი.
„წვრილმანი ხულიგნობა“ გულისხმობს საჯარო ადგილას გინებას, მოქალაქეთა შეურაცხყოფას და სხვა სახის ქმედებებს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ხშირად გამოიყენება მომიტინგეების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ.
დარღვევა ისჯება 500-დან 3,5 ათას ლარამდე ჯარიმით ან 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 3 ათასიდან 3,5 ათას ლარამდეა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება იყოს 5-დან 60 დღემდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0