https://sputnik-georgia.com/20250818/mesazrvristvis-qrtamis-micemis-faqtze-dakavebul-rusetis-moqalaqes-brali-warudgines-294585901.html
მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 18.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-18T15:21+0400
2025-08-18T15:21+0400
2025-08-18T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის 39 წლის მოქალაქემ საქართველოში, „დარიალის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ადგილზევე დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის 39 წლის მოქალაქემ საქართველოში, „დარიალის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.