https://sputnik-georgia.com/20250817/saqartveloshi-15-ambulatoriuli-klinika-gachndeba-294578194.html
ჯანდაცვა: წლის ბოლომდე რეგიონებში 15 ახალი ამბულატორიული კლინიკა გაჩნდება
ჯანდაცვა: წლის ბოლომდე რეგიონებში 15 ახალი ამბულატორიული კლინიკა გაჩნდება
Sputnik საქართველო
ახალი ამბულატორიული კლინიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პროფილაქტიკურ მედიცინაზე წვდომას. 17.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-17T16:36+0400
2025-08-17T16:36+0400
2025-08-17T16:36+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24842/17/248421718_0:83:3000:1771_1920x0_80_0_0_945c1bae2ae16913401d0e7abf888185.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში ამბულატორიული კლინიკების აშენებას გეგმავს - პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროგრამა, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ამბულატორიული კლინიკებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობასა და რემონტს ითვალისწინებს, 2019 წელს დაიწყო. პროგრამის ამოქმედების პირველ წელს 300-მდე ამბულატორიული კლინიკა გარემონტდა. პირველ ეტაპზე პროგრამის განსახორციელებლად 20 მილიონ ლარამდე გამოიყო.მისი თქმით, ახალი ამბულატორიული კლინიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პროფილაქტიკურ მედიცინაზე წვდომას.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება „სოფლის ექიმის“ პროგრამის განვითარებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მომსახურებას უშუალოდ სოფლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24842/17/248421718_265:0:2736:1853_1920x0_80_0_0_0e0a4fe3e4b3db64b4a701b005184c1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვა: წლის ბოლომდე რეგიონებში 15 ახალი ამბულატორიული კლინიკა გაჩნდება
ახალი ამბულატორიული კლინიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პროფილაქტიკურ მედიცინაზე წვდომას.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში ამბულატორიული კლინიკების აშენებას გეგმავს - პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროგრამა, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ამბულატორიული კლინიკებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობასა და რემონტს ითვალისწინებს, 2019 წელს დაიწყო. პროგრამის ამოქმედების პირველ წელს 300-მდე ამბულატორიული კლინიკა გარემონტდა. პირველ ეტაპზე პროგრამის განსახორციელებლად 20 მილიონ ლარამდე გამოიყო.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმერეთის რეგიონში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირს ეწვია და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მისი თქმით, ახალი ამბულატორიული კლინიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პროფილაქტიკურ მედიცინაზე წვდომას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება „სოფლის ექიმის“ პროგრამის განვითარებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მომსახურებას უშუალოდ სოფლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენისთვის.