მესაზღვრის მოქრთამვა სცადა: პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2025
გამოწერა
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 39 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალის“ გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს წამოადგინა გაყალბებული დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0