ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2025
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა - დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0