https://sputnik-georgia.com/20250816/policiam-saprotesto-aqciaze-zaladobis-faqtze-ori-piri-daakava-294574532.html
პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
შსს-ს განმარტებით, ძალადობის ფაქტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 1 აგვისტოს მოხდა 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T21:56+0400
2025-08-16T21:56+0400
2025-08-16T21:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_173b42cdaf02fd40ee91e9b5c0c664b5.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ.როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_7bc5af53471e0b8cd6ed8d7157b58010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შსს-ს განმარტებით, ძალადობის ფაქტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 1 აგვისტოს მოხდა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.