https://sputnik-georgia.com/20250816/evrokavsiris-liderebi-mzad-arian-imusaon-ruset-ass-ukrainis-samitze-294568674.html
ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, იმუშაონ რუსეთ-აშშ-უკრაინის სამიტის ორგანიზებაზე
ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, იმუშაონ რუსეთ-აშშ-უკრაინის სამიტის ორგანიზებაზე
Sputnik საქართველო
პრეზიდენტ ტრამპის ჩანაფიქრით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, ნათქვამია განცხადებაში. 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T17:19+0400
2025-08-16T17:19+0400
2025-08-16T17:19+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
დონალდ ტრამპი
ევროპა
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1c/292697233_199:190:2936:1729_1920x0_80_0_0_ab7afa796b531496c5efa852c79a3770.jpg
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. ევროპელმა ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ევროპის მხარდაჭერით რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივი სამიტის ორგანიზების მიზნით.კერძოდ, ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, პოლონეთის ლიდერების, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.მანამდე, პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა დაურეკა ევროკავშირის, ნატოს ქვეყნების და ევროპული ინსტიტუტების რამდენიმე ლიდერს. კერძოდ, საუბარში მონაწილეობდნენ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოშტა, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, იტალიისა და ფინეთის ლიდერები.მანამდე პუტინმა და ტრამპმა ალასკაში მოლაპარაკებები გამართეს. ლიდერები შეხვდნენ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე. ლიდერების ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებები „სამი სამზე“ ფორმატში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.რუსული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. აშშ-ს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.
აშშ
უკრაინა
ევროპა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1c/292697233_428:85:2597:1712_1920x0_80_0_0_1686aad9cc5b1afb3805ff5038d577a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , დონალდ ტრამპი, ევროპა, ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , დონალდ ტრამპი, ევროპა, ევროკავშირი
ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, იმუშაონ რუსეთ-აშშ-უკრაინის სამიტის ორგანიზებაზე
პრეზიდენტ ტრამპის ჩანაფიქრით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. ევროპელმა ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ევროპის მხარდაჭერით რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივი სამიტის ორგანიზების მიზნით.
კერძოდ, ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, პოლონეთის ლიდერების, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
„პრეზიდენტ ტრამპის თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მომდევნო მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, რომელსაც ის მალე შეხვდება. ჩვენ ასევე მზად ვართ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპის მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩასატარებლად“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე, პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა დაურეკა ევროკავშირის, ნატოს ქვეყნების და ევროპული ინსტიტუტების რამდენიმე ლიდერს. კერძოდ, საუბარში მონაწილეობდნენ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოშტა, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, იტალიისა და ფინეთის ლიდერები.
მანამდე პუტინმა და ტრამპმა ალასკაში მოლაპარაკებები გამართეს. ლიდერები შეხვდნენ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე. ლიდერების ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებები „სამი სამზე“ ფორმატში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.
რუსული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. აშშ-ს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.