თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 25 და 30 წლის ქალი და მამაკაცი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0