https://sputnik-georgia.com/20250814/saqartvelos-nakrebis-kalatburtelebs-evrobasketze-gasvlistvis-2-mln-lars-gadascemen-294537799.html
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ევრობასკეტზე გასვლისთვის 2 მილიონ ლარს გადასცემენ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ევრობასკეტზე გასვლისთვის 2 მილიონ ლარს გადასცემენ
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ახალისებს საკალათბურთო ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისთვის 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T17:21+0400
2025-08-14T17:21+0400
2025-08-14T17:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/16/292213562_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_dbbf271fd1513e71143d3ae28fa8b9e3.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის საქართველოს მთავრობამ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ფულადი პრიზის სახით 2 მლნ ლარი გამოუყო. შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრებებთან ერთად. ევრობასკეტი 27 აგვისტოს იწყება.როგორც განკარგულებაში იკითხება, კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაიცეს:დოკუმენტის მიხედვით, სპორტის სამინისტრომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული „საქართველოს სპორტსმენთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების“ ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 255.000 ლარი უნდა გადაურიცხოს.მანამდე, ივლისის ბოლოს, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.ეს ევრობასკეტში საქართველოს ზედიზედ მეექვსე მონაწილეობა იქნება. ქართველი სპორტსმენებმა პირველად 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის ჩემპიონატზე იასპარეზეს, სადაც მე-12 ადგილი დაიკავეს, რაც მათი დღემდე საუკეთესო შედეგია.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) გაიმართება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი) და D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის დასკვნითი ნაწილი რიგაში გაიმართება.ევრობასკეტ 2025-ის დასკვნით ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 4 ჯგუფად დაიყვნენ, თითოეულ ჯგუფში კი ექვს-ექვსი გუნდი მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/16/292213562_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_0e64c585fcacdcfdb092512dbb8bfcde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ევრობასკეტზე გასვლისთვის 2 მილიონ ლარს გადასცემენ
საქართველოს მთავრობა ახალისებს საკალათბურთო ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისთვის
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის საქართველოს მთავრობამ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ფულადი პრიზის სახით 2 მლნ ლარი გამოუყო. შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრებებთან ერთად. ევრობასკეტი 27 აგვისტოს იწყება.
როგორც განკარგულებაში იკითხება, კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაიცეს:
ფულადი პრიზი - 255 ლარის ოდენობით;
დამატებითი ფულადი პრიზი - 1.745.000 ლარის ოდენობით
დოკუმენტის მიხედვით, სპორტის სამინისტრომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული „საქართველოს სპორტსმენთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების“ ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 255.000 ლარი უნდა გადაურიცხოს.
მანამდე, ივლისის ბოლოს, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
ეს ევრობასკეტში საქართველოს ზედიზედ მეექვსე მონაწილეობა იქნება. ქართველი სპორტსმენებმა პირველად 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის ჩემპიონატზე იასპარეზეს, სადაც მე-12 ადგილი დაიკავეს, რაც მათი დღემდე საუკეთესო შედეგია.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) გაიმართება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი) და D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის დასკვნითი ნაწილი რიგაში გაიმართება.
ევრობასკეტ 2025-ის დასკვნით ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 4 ჯგუფად დაიყვნენ, თითოეულ ჯგუფში კი ექვს-ექვსი გუნდი მოხვდა.