https://sputnik-georgia.com/20250814/saqartvelos-energetikuli-seqtorit-umsxvilesi-cinuri-kompania-dainteresda-294537573.html
საქართველოს ენერგეტიკული სექტორით უმსხვილესი ჩინური კომპანია დაინტერესდა
საქართველოს ენერგეტიკული სექტორით უმსხვილესი ჩინური კომპანია დაინტერესდა
Sputnik საქართველო
ჩინური ენერგეტიკულ კომპანია Zhongbo Group-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T16:38+0400
2025-08-14T16:38+0400
2025-08-14T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0a/294110449_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b22464886ab1aa0c6ad62196ee336ce7.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. უმსხვილესი ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო, დარგის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან გამართულ შეხვედრაზე.უწყტების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ დიდი ინტერესი აქვთ, სიღრმისეულად შეისწავლონ და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სხვადასხვა სექტორებში განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ჩინურ კომპანიასთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე ესწრებოდნენ. სამინისტროს ცნობით Zhongbo Group-ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია 1991 წელს დაარსდა და დასაქმებული ჰყავს 10.000-ზე მეტი ადამიანი. მისი სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს. 40-ზე მეტი შვილობილი კომპანიით Zhongbo Group-ი მსოფლიოს მასშტაბით 26 ქარხნის მშენებლობაში ახორციელებს ინვესტიციებს. განახლებადი ენერგიის სფეროში ჯგუფი მსხვილმასშტაბიანი მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ბატარეებში დაგროვებითი სადგურების, ასევე კომბინირებული განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტირებასა და მშენებლობას ახორციელებს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0a/294110449_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_4165c1d52b9def9ab0237eedcd4f62a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკული სექტორით უმსხვილესი ჩინური კომპანია დაინტერესდა
ჩინური ენერგეტიკულ კომპანია Zhongbo Group-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. უმსხვილესი ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო, დარგის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან გამართულ შეხვედრაზე.
„მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის დარგის განვითარებაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებსაც მთავრობა კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახორციელებს როგორც ჰიდრორესურსების, ისე მზის, ქარისა და ზოგადად, ქვეყნის განახლებადი ენერგიების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყტების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ დიდი ინტერესი აქვთ, სიღრმისეულად შეისწავლონ და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სხვადასხვა სექტორებში განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები.
ჩინურ კომპანიასთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე ესწრებოდნენ.
სამინისტროს ცნობით Zhongbo Group-ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
კომპანია 1991 წელს დაარსდა და დასაქმებული ჰყავს 10.000-ზე მეტი ადამიანი. მისი სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს. 40-ზე მეტი შვილობილი კომპანიით Zhongbo Group-ი მსოფლიოს მასშტაბით 26 ქარხნის მშენებლობაში ახორციელებს ინვესტიციებს.
განახლებადი ენერგიის სფეროში ჯგუფი მსხვილმასშტაბიანი მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ბატარეებში დაგროვებითი სადგურების, ასევე კომბინირებული განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტირებასა და მშენებლობას ახორციელებს.