https://sputnik-georgia.com/20250814/saqartvelos-dacul-teritoriebs-naxevar-milionze-meti-vizitori-estumra-axali-monacemebi-294536636.html
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს. 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T14:27+0400
2025-08-14T14:27+0400
2025-08-22T12:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23208/34/232083466_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_31cfef518f97583c260f5e973d7f7860.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 2025 წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 662.205 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.ვიზიტორთა შორის 46% ქართველი, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სხვა ქვეყნის ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და ბელარუსიდან.ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს.დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23208/34/232083466_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_6e6896c214c5ff471aa0b63b41e46e1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
14:27 14.08.2025 (განახლებულია: 12:04 22.08.2025) ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 2025 წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 662.205 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ვიზიტორთა შორის 46% ქართველი, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სხვა ქვეყნის ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და ბელარუსიდან.
ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.