https://sputnik-georgia.com/20250813/viziti-ankarashi-ristvis-sheaqo-erdoganma-saqartvelo-294523844.html
ვიზიტი ანკარაში: რისთვის შეაქო ერდოღანმა საქართველო?
ვიზიტი ანკარაში: რისთვის შეაქო ერდოღანმა საქართველო?
Sputnik საქართველო
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებს და განიხილეს მათი შემდგომი გაღრმავების გზები 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T17:29+0400
2025-08-13T17:29+0400
2025-08-13T17:29+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294522207_0:115:1280:835_1920x0_80_0_0_81db1d745c88096abd9a349dbf0f309f.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანისგან, რომელმაც შეაქო ქვეყნის ხელისუფლება გარე ზეწოლის მიუხედავად ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა.საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს 12 აგვისტოს ეწვია. საქართველოს სახელმწიფო მეთაურს თურქმა კოლეგამ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ეს იყო ერთ-ერთი მტკიცე და მნიშვნელოვანი გზავნილი თურქეთის ლიდერისგან, რომლის მთავარი პრიორიტეტი, პარლამენტის წევრის თქმით, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაა. ლაშხის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებს და განიხილეს მათი შემდგომი გაღრმავების საკითხი, მათ შორის ეკონომიკისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294522207_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_17f199b7221d85eee1f72466ec4a4f85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ვიზიტი ანკარაში: რისთვის შეაქო ერდოღანმა საქართველო?
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებს და განიხილეს მათი შემდგომი გაღრმავების გზები
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანისგან, რომელმაც შეაქო ქვეყნის ხელისუფლება გარე ზეწოლის მიუხედავად ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა.
საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს 12 აგვისტოს ეწვია. საქართველოს სახელმწიფო მეთაურს თურქმა კოლეგამ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგან. პირველ რიგში ის, რომ არჩევნების კუთხით ხალხის ნება იყო გამოხატულიო და მან შეაქო ხელისუფლება იმისათვის, რომ მიუხედავად გარე ზეწოლებისა, ჩვენ დავიცავით ეროვნული ინტერესები", - განაცხადა ლაშხმა.
ეს იყო ერთ-ერთი მტკიცე და მნიშვნელოვანი გზავნილი თურქეთის ლიდერისგან, რომლის მთავარი პრიორიტეტი, პარლამენტის წევრის თქმით, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაა.
ლაშხის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებს და განიხილეს მათი შემდგომი გაღრმავების საკითხი, მათ შორის ეკონომიკისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.