ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - დაკავებულებიდან ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2025
გამოწერა
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა მიზნით ორ მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ მიჰყიდა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 56-დან - 65 წლამდეა, ერთ-ერთი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორია.
საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირებს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ორ მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ყველა ახალი ამბავი
0