https://sputnik-georgia.com/20250813/kavelashvilma-turqetshi-viziti-sheajama-294530622.html
ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს - საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა
ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს - საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა
Sputnik საქართველო
ყაველაშვილმა ერდოღანი საქართველო-თურქეთის მატჩზე მოიწვია, რომელიც თბილისში 4 სექტემბერს გაიმართება 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T20:43+0400
2025-08-13T20:43+0400
2025-08-13T20:43+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294522320_0:168:2049:1320_1920x0_80_0_0_a1c6b7440c2b8ae8f4d4ea3646ab3e33.jpg
თბილისი, 13 საქართველო — Sputnik. სამხრეთ კავკასიის რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის პოლიტიკური სტაბილურობაც ხალხების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას.ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში 12 აგვისტოს ჩავიდა. იმავე დღეს იგი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო. საქართველოს პრეზიდენტმა ერდოღანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ორი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრებად მოიწვია, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება. „ნათელია, რომ ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, პოლიტიკურ სტაბილურობას კი ეკონომიკური სტაბილურობა და ხალხის კეთილდღეობა მოჰყვება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქეთს რიგ საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვა ჰქონდეთ.„შეხვედრებისას ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც. შემდეგ შევეხეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თემებსაც, განვიხილეთ სხვადასხვა ინიციატივა. ის ფაქტი, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზეა, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ იგი განგრძობადი იქნება", - განაცხადა ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო, მეზობელი ქვეყნების მსგავსად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისკენ ისწრაფვის.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს - სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა, არაკეთილისმსურველებმა, რომ ამ რეგიონში შეუძლებელია კონფლიქტი მოხდეს, რადგან ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ენდობიან.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294522320_0:0:1761:1320_1920x0_80_0_0_483b5a7120cfd828737a6adabbce4080.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს - საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა
ყაველაშვილმა ერდოღანი საქართველო-თურქეთის მატჩზე მოიწვია, რომელიც თბილისში 4 სექტემბერს გაიმართება
თბილისი, 13 საქართველო — Sputnik. სამხრეთ კავკასიის რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის პოლიტიკური სტაბილურობაც ხალხების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას.
ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში 12 აგვისტოს ჩავიდა. იმავე დღეს იგი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო. საქართველოს პრეზიდენტმა ერდოღანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ორი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრებად მოიწვია, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება.
„ნათელია, რომ ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, პოლიტიკურ სტაბილურობას კი ეკონომიკური სტაბილურობა და ხალხის კეთილდღეობა მოჰყვება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქეთს რიგ საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვა ჰქონდეთ.
„შეხვედრებისას ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც. შემდეგ შევეხეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თემებსაც, განვიხილეთ სხვადასხვა ინიციატივა. ის ფაქტი, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზეა, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ იგი განგრძობადი იქნება", - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო, მეზობელი ქვეყნების მსგავსად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისკენ ისწრაფვის.
„ჩვენ დავიცვათ მშვიდობა, ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ინტერესები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებაც იგივე მიდგომებს იცავს. ეს მაძლევს მტკიცე გარანტიას, რომ გრძელვადიან პროცესში აქ მშვიდობა და სტაბილურობა იქნება“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს - სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა, არაკეთილისმსურველებმა, რომ ამ რეგიონში შეუძლებელია კონფლიქტი მოხდეს, რადგან ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ენდობიან.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.