https://sputnik-georgia.com/20250813/kavelashvilis-turqetshi-viziti-dasrulda-294526084.html
რა განიხილა საქარველოს პრეზიდენტმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან
რა განიხილა საქარველოს პრეზიდენტმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილისა და ნუმან ქურთულმუშის შეხვედრა თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T16:42+0400
2025-08-13T16:42+0400
2025-08-13T19:04+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294263409_0:28:2048:1180_1920x0_80_0_0_d20a0f6bce3f607e5193620832a871f7.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ნუმან ქურთულმუშმა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს 12 აგვისტოს ეწვია. საქართველოს სახელმწიფო მეთაურს თურქმა კოლეგამ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ნუმან ქურთულმუშთან გამართა შეხვედრა.გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ინტენსიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აქვს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა არა მხოლოდ შეინარჩუნოს არსებული პოზიტიური დინამიკა, არამედ იმუშაონ საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ყაველაშვილმა შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, არსებული რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სანდო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დღეს დასრულდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294263409_0:0:1609:1207_1920x0_80_0_0_ec3ac433a3638fe6d1418c0ddd13ff10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
რა განიხილა საქარველოს პრეზიდენტმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან
16:42 13.08.2025 (განახლებულია: 19:04 13.08.2025) მიხეილ ყაველაშვილისა და ნუმან ქურთულმუშის შეხვედრა თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ნუმან ქურთულმუშმა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს 12 აგვისტოს ეწვია. საქართველოს სახელმწიფო მეთაურს თურქმა კოლეგამ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ნუმან ქურთულმუშთან გამართა შეხვედრა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ინტენსიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აქვს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა არა მხოლოდ შეინარჩუნოს არსებული პოზიტიური დინამიკა, არამედ იმუშაონ საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ყაველაშვილმა შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში", - განაცხადა ყაველაშვილმა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, არსებული რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სანდო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დღეს დასრულდა.