https://sputnik-georgia.com/20250813/evrokavshiri-vizaliberalizaciis-shecherebistvis-emzadeba-294523178.html
ევროკავშირი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ემზადება?!
ევროკავშირი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ემზადება?!
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T14:02+0400
2025-08-13T14:02+0400
2025-08-13T14:02+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250641688_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_11104c8d379ccd2bbb7c4cb13e82db48.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბრიუსელი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს განიხილავს და ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა უკვე მიღწეულია, წერს ექსპერტი ევროპულ საკითხებში რიკარდ იოზვიაკი.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება. ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. ბრიუსელში არ ელოდებიან, რომ თბილისი სერიოზულ დათმობებზე წავა. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და ოპოზიციის დევნაში ბრალდებული მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ კვლავ დაბლოკილია.თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ევროკავშირი კანდიდატ სახელმწიფოსთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. იოზვიაკის თქმით, ბრიუსელი უკვე ამზადებს ამ ნაბიჯისთვის საჭირო სამართლებრივ ბაზას.ასევე, ამ შემოდგომაზე, ევროკავშირმა შესაძლოა შეაჩეროს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გარკვეული დებულებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ასპექტები.ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ოფიციალურად ოქტომბრის ბოლომდე არ შეიკრიბება, რაც თბილისს, მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად, პოტენციურად მეტ დროს აძლევს.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ეევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250641688_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_3debbde577bd31a969904c7d9a73cfc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ემზადება?!
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბრიუსელი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს განიხილავს და ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა უკვე მიღწეულია, წერს ექსპერტი ევროპულ საკითხებში რიკარდ იოზვიაკი.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება. ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. ბრიუსელში არ ელოდებიან, რომ თბილისი სერიოზულ დათმობებზე წავა. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და ოპოზიციის დევნაში ბრალდებული მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ კვლავ დაბლოკილია.
„ბრიუსელში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა — წევრი სახელმწიფოების 55%,რომელიც მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენს— რაც, როგორც ჩანს, მიღწეულია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ევროკავშირი კანდიდატ სახელმწიფოსთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. იოზვიაკის თქმით, ბრიუსელი უკვე ამზადებს ამ ნაბიჯისთვის საჭირო სამართლებრივ ბაზას.
ასევე, ამ შემოდგომაზე, ევროკავშირმა შესაძლოა შეაჩეროს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გარკვეული დებულებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ასპექტები.
ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ოფიციალურად ოქტომბრის ბოლომდე არ შეიკრიბება, რაც თბილისს, მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად, პოტენციურად მეტ დროს აძლევს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ეევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.