პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2025
გამოწერა
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0