https://sputnik-georgia.com/20250812/policiam-jangveladzis-mkvleloba-gaxsna-294510766.html
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: პოლიციამ სამი პირი დააკავა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: პოლიციამ სამი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირების გარდა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T18:31+0400
2025-08-12T18:31+0400
2025-08-13T21:14+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 12 აგვისტო— Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ 3 პირი დააკავეს, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.დაკავებულთა შორისაა ძმები დავით და გიორგი მიქაძეები არიან. მათგან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია.მკვლელობა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი. 17 მარტს სამართალდამცველებმა აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ერთი პირი - გელა უძილაური განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამარლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.24 მაისს დაკავებულ 28 წლის სანდრო წივწივაძე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი.სირაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულია 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.რაც შეეხება დანაშაულის ახალ დეტალებს, გამოძიების ცნობით, დაკავებუი ორი პირი გიორგი მიქაძეს და გიორგი კაჭკაჭიშვილს, ჯანგველაძესთან ბიზნესის საკითხზე დიდი ხნის კონფლიქტი ჰქონდათ. მათ მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს და შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლის მოძიების მიზნით საზღვარგარეთ მყოფ გელა ჯოხაძეს დაუკავშირდნენ.სირაძის ინფორმაციით, დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - ჯოხაძის პირადი დაცვა გელა უძილაური, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას დათანხმდა. მკვლელობისთვის მან მიიღო იარაღი, რომელიც უკანონოდ იქნა შეძენილი და მისთვის შუამავლის გზით გადაცემული. „გამოძიებამ ათობით მოწმე დაკითხა, შეისწავლა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ჩაატარა დაკითხვები და გააანალიზა მობილური ოპერატორების მონაცემები“, - განაცხადა სირაძემ ბრიფინგზე.ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა, რომ კიდევ ერთმა დაკავებულმა, მამუკა ბაღდავაძემ, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან დანაშაული დამალა.მომხდარ საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: პოლიციამ სამი პირი დააკავა
18:31 12.08.2025 (განახლებულია: 21:14 13.08.2025) შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირების გარდა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ
თბილისი, 12 აგვისტო— Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ 3 პირი დააკავეს, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
დაკავებულთა შორისაა ძმები დავით და გიორგი მიქაძეები არიან. მათგან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია.
მკვლელობა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი. 17 მარტს სამართალდამცველებმა აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ერთი პირი - გელა უძილაური განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამარლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
24 მაისს დაკავებულ 28 წლის სანდრო წივწივაძე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი.
სირაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულია 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
რაც შეეხება დანაშაულის ახალ დეტალებს, გამოძიების ცნობით, დაკავებუი ორი პირი გიორგი მიქაძეს და გიორგი კაჭკაჭიშვილს, ჯანგველაძესთან ბიზნესის საკითხზე დიდი ხნის კონფლიქტი ჰქონდათ. მათ მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს და შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლის მოძიების მიზნით საზღვარგარეთ მყოფ გელა ჯოხაძეს დაუკავშირდნენ.
სირაძის ინფორმაციით, დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - ჯოხაძის პირადი დაცვა გელა უძილაური, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას დათანხმდა. მკვლელობისთვის მან მიიღო იარაღი, რომელიც უკანონოდ იქნა შეძენილი და მისთვის შუამავლის გზით გადაცემული.
„გამოძიებამ ათობით მოწმე დაკითხა, შეისწავლა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ჩაატარა დაკითხვები და გააანალიზა მობილური ოპერატორების მონაცემები“, - განაცხადა სირაძემ ბრიფინგზე.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა, რომ კიდევ ერთმა დაკავებულმა, მამუკა ბაღდავაძემ, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან დანაშაული დამალა.
მომხდარ საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით.