https://sputnik-georgia.com/20250812/mixeil-yavelashvili-turqets-ewveva-294502535.html
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარას ეწვევა, ნათქვამია... 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T13:00+0400
2025-08-12T13:00+0400
2025-08-12T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
თურქეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:30:858:513_1920x0_80_0_0_1239a8e1fa41ee362c09959ee62c4c13.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარას ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებვულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სასახლეში უმასპინძლებს - გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი. საქართველო და თურქეთი საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:0:858:645_1920x0_80_0_0_19602b9712ddb6aec69ab817370f742f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარას ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებვულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სასახლეში უმასპინძლებს - გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.