https://sputnik-georgia.com/20250810/ceskom-partiebs-nomrebi-mianicha-294480405.html
ცესკომ პარტიების ნომრები განსაზღვრა: ბიულეტენში ნომერი 5 „ნაცმოძრაობას“ აღარ ეკუთვნის
ცესკომ პარტიების ნომრები განსაზღვრა: ბიულეტენში ნომერი 5 „ნაცმოძრაობას“ აღარ ეკუთვნის
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. 10.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-10T11:00+0400
2025-08-10T11:00+0400
2025-08-10T11:00+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494142_0:0:2992:1683_1920x0_80_0_0_f75161b0273d701e1d41ec0c737712d8.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ბიულეტენში საკუთარი ნომერი, რომელსაც 2004 წლიდან იყენებდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამო დაკარგა. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადი შეიტანა ბიულეტენში მისი ისტორიული ნომრის „5“ შენარჩუნების თაობაზე, მან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არ გაიარა, რის გამოც აღნიშნული ნომერი დოლურაში აღმოჩნდა. ცესკომ ბიულეტენებში ნომრები შემდეგნაირად გადაანაწილა:ცესკოში რეგისტრაცია პარტიებს მერობის კანდიდატების წარდგენისა და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პარტიებს თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი - კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა 64 ქალაქსა და რაიონში მიიღონ, თუ მხოლოდ გარკვეულ რაიონებსა და ქალაქებში.პარტიული სიები და კანდიდატები, თბილისის გარდა, თითოეულ ოლქში პარტიის მიერ ცალ-ცალკე იქნება წარდგენილი.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას „ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494142_325:0:2992:2000_1920x0_80_0_0_bc26dbb69856bb3fd64b1a76e9bb91c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ცესკომ პარტიების ნომრები განსაზღვრა: ბიულეტენში ნომერი 5 „ნაცმოძრაობას“ აღარ ეკუთვნის
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ბიულეტენში საკუთარი ნომერი, რომელსაც 2004 წლიდან იყენებდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამო დაკარგა.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადი შეიტანა ბიულეტენში მისი ისტორიული ნომრის „5“ შენარჩუნების თაობაზე, მან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არ გაიარა, რის გამოც აღნიშნული ნომერი დოლურაში აღმოჩნდა.
ცესკომ ბიულეტენებში ნომრები შემდეგნაირად გადაანაწილა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – №41
„გახარია საქართველოსთვის" – №25
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – №9
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – №8
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – №3
„მამული, ენა, სარწმუნოება – №1
„სახალხო ხელისუფლება“– №14
„მემარცხენე ალიანსი“ – №10
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – №5
„თავისუფალი საქართველო“ – №7
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“– №13
„დემოკრატთა ალიანსი“ – №2.
ცესკოში რეგისტრაცია პარტიებს მერობის კანდიდატების წარდგენისა და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პარტიებს თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი - კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა 64 ქალაქსა და რაიონში მიიღონ, თუ მხოლოდ გარკვეულ რაიონებსა და ქალაქებში.
პარტიული სიები და კანდიდატები, თბილისის გარდა, თითოეულ ოლქში პარტიის მიერ ცალ-ცალკე იქნება წარდგენილი.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას „ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.