https://sputnik-georgia.com/20250809/zlierma-wvimam-batumsi-problemebi-seqmna-294477008.html
ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა - რა ვითარებაა ადგილზე
ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა - რა ვითარებაა ადგილზე
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება და ელექტროენერგიის... 09.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-09T13:55+0400
2025-08-09T13:55+0400
2025-08-09T15:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
ბათუმი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259806804_0:132:560:447_1920x0_80_0_0_57397abe9ca5e64b3787d115d6b29926.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები.შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. მერიის განცხადებით, ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.გარდა ამისა, ქალაქში ელექტრომომარაგებაც შეიზღუდა.„ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, - აცხადებენ მერიაში.მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე.აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა, სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები, მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური, აცხადებენ ბათუმის მერიაში.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259806804_0:80:560:500_1920x0_80_0_0_00b139dbfea10e03669c028b536d8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბათუმი , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბათუმი , აჭარა
ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა - რა ვითარებაა ადგილზე
13:55 09.08.2025 (განახლებულია: 15:06 09.08.2025) მერიის ცნობით, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები.
შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. მერიის განცხადებით, ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
გარდა ამისა, ქალაქში ელექტრომომარაგებაც შეიზღუდა.
„ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, - აცხადებენ მერიაში.
მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა, სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები, მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური, აცხადებენ ბათუმის მერიაში.