https://sputnik-georgia.com/20250809/tbilisma-kievi-rusetidan-deportirebuli-ukrainelebis-sakitxis-gawianurebasi-daadanasaula-294477466.html
თბილისმა კიევი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების საკითხის გაჭიანურებაში დაადანაშაულა
თბილისმა კიევი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების საკითხის გაჭიანურებაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
ამ ზაფხულს რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დეპორტირებულია ასზე მეტი უკრაინის მოქალაქე, რომელთა უმეტესობა რუსული ციხეებიდან გათავისუფლდა. 09.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-09T16:57+0400
2025-08-09T16:57+0400
2025-08-09T16:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ქართული მხარე ვერ შემოუშვებს რუსეთიდან გაძევებულ უკრაინის მოქალაქეებს, ხოლო უკრაინული მხარე ხელოვნურად აჭიანურებს ამ საკითხის გადაწყვეტას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 87 მოქალაქე, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს „დარიალზე“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების შემოშვებას.„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ“, - აღნიშნა მან.მისი თქმით, ამ პირებს კრიმინალური წარსული აქვთ, რაც საქართველოში მათ შემოსვლას შეუძლებელს ხდის.„სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის“, - განმარტა დარახველიძემ.გარდა ამისა, მისი თქმით, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.აღნიშნულ პირთა სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.„ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში – უკრაინაში“, - აღნიშნა დარახველიძემ.ქართული მხარის მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები, მაგრამ ყველა წინადადება უპასუხოდ დარჩა.შსს-ს მონაცემებით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.„აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება“, - განაცხადა მან.მან მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად.ამ ზაფხულს რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დეპორტირებულია ასზე მეტი უკრაინის მოქალაქე, რომელთა უმეტესობა რუსული ციხეებიდან გათავისუფლდა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისმა კიევი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების საკითხის გაჭიანურებაში დაადანაშაულა
ამ ზაფხულს რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დეპორტირებულია ასზე მეტი უკრაინის მოქალაქე, რომელთა უმეტესობა რუსული ციხეებიდან გათავისუფლდა.
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ქართული მხარე ვერ შემოუშვებს რუსეთიდან გაძევებულ უკრაინის მოქალაქეებს, ხოლო უკრაინული მხარე ხელოვნურად აჭიანურებს ამ საკითხის გადაწყვეტას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 87 მოქალაქე, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.
„პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე“, - განაცხადა დარახველიძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს „დარიალზე“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების შემოშვებას.
„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამ პირებს კრიმინალური წარსული აქვთ, რაც საქართველოში მათ შემოსვლას შეუძლებელს ხდის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის“, - განმარტა დარახველიძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
აღნიშნულ პირთა სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში – უკრაინაში“, - აღნიშნა დარახველიძემ.
ქართული მხარის მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები, მაგრამ ყველა წინადადება უპასუხოდ დარჩა.
„უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე. ხოლო, დღემდე არ მიგვიღია საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
შსს-ს მონაცემებით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.
„აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება“, - განაცხადა მან.
მან მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამ ზაფხულს რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დეპორტირებულია ასზე მეტი უკრაინის მოქალაქე, რომელთა უმეტესობა რუსული ციხეებიდან გათავისუფლდა.