რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები

© courtesy of Archil Chikovaniსაცხოვრებელი კომპლექსი
საცხოვრებელი კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2025
გამოწერა
2025 წლის აპრილ-ივნისში კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,547 დოლარი შეადგინა
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Galt & Taggart-ს მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა - გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული ქონება), ისე მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მფლობელის მიერ უძრავი ქონების გაყიდვა) - შესაბამისად 13,1%-ით და 23,4%-ით. ეს ზრდა ნაწილობრივ ასახავს წინა წლის დაბალი ბაზის გავლენას.
კვლევის თანახმად, მეორე კვარტალში ყველაზე კარგად ბინები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გაიყიდა - 2,187 ბინა. 1 კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასმა 1,445 დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2025 წლის აპრილ-ივნისში კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,547 დოლარი შეადგინა, 2024 წლის მეორე კვარტალში კი 1,400 დოლარი იყო.
ჯამში, 2025 წლის პირველ ექვს თვეში ბათუმში 7,6 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 7%-ით მეტია 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0