ერთი ადამიანი მოკლა, ორი პოლიციელი კი დაჭრა: პოლიციამ 1 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2025
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ერთი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი შსს-ს ორი თანამშრომელი დაჭრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბნისში მოხდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 44 წლის მამაკაცს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი - 50 წლის მამაკაცი მოკლა.
უწყების ცნობით, დანაშაულის ჩამდენმა პირმა შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრა 2 სამართალდამცველი.
ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0