https://sputnik-georgia.com/20250807/policiam-narkodanashaulis-braldebit-43-piri-daakava-294454205.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 43 პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 43 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკივების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T15:21+0400
2025-08-07T15:21+0400
2025-08-07T15:21+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259652548_0:0:2659:1497_1920x0_80_0_0_1129b468d1cfe889670d0c69bfcad049.png
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 43 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.43-ვე პირი, რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ბრალად ედებად ნარკოტიკების რეალიზაცია, რეალიზაციის მომზადება და მცდელობა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა და შეძენა-შენახვა.სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულთა პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259652548_611:0:2640:1522_1920x0_80_0_0_7ab4c85835d822fbb7b4986f4bdaf90d.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 43 პირი დააკავა
დაკავებულებს ბრალის დამტკივების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 43 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
43-ვე პირი, რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ბრალად ედებად ნარკოტიკების რეალიზაცია, რეალიზაციის მომზადება და მცდელობა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა და შეძენა-შენახვა.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულთა პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს