https://sputnik-georgia.com/20250806/kobaxidze-chinetis-elchs-shexvda-294444965.html
კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T18:13+0400
2025-08-06T18:13+0400
2025-08-06T18:13+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. „ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე.
„ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).