https://sputnik-georgia.com/20250806/antikorufciulma-biurom-xazaradzis-qonebrivi-dekalraciis-sheswavla-daiwyo-294439260.html
ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო
ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო
Sputnik საქართველო
უწყების განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი წესით დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და... 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T14:05+0400
2025-08-06T14:05+0400
2025-08-06T14:05+0400
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
პოლიტიკა საქართველოში
გერმანია
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324728_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8249c2e46b4f659e57d888120213c07e.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურო პარლამენტის ექს-დეპუტატისა და ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესწავლა დაიწყო, რომლის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.როგორც ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.4 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაიწყო „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტის შესწავლა.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი წესით დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში ბიურო ამოწმებს ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებულ გარემოებებს, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.„თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის დარღვევას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირს“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.მანამდე ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე შედგენილი უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების არსებობა. ხაზარაძის თქმით, ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით შედგა და დარეგისტრირდა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ მეუღლის, ირინა ხაზარაძის სახელზე გადააფორმა ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 297 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 749 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა. იმავე წლის ოქტომბერში კი ოჯახმა ეს ქონება გერმანიის ელჩს მიაქირავა.მედიის ცნობით, იმ მისამართზე, სადაც გერმანიის ელჩი ამჟამად ცხოვრობს, ასევე რეგისტრირებულია შპს „ხაზარაძე ჰოლდინგი", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც თავად მამუკა ხაზარაძეა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324728_137:0:1274:853_1920x0_80_0_0_18e388118c89fd85d8bd98b04369b944.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო
უწყების განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი წესით დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურო პარლამენტის ექს-დეპუტატისა და ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესწავლა დაიწყო, რომლის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
4 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაიწყო „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტის შესწავლა.
„განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი წესით დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.
გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში ბიურო ამოწმებს ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებულ გარემოებებს, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.
„თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის დარღვევას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირს“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
მანამდე ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე შედგენილი უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების არსებობა. ხაზარაძის თქმით, ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით შედგა და დარეგისტრირდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ მეუღლის, ირინა ხაზარაძის სახელზე გადააფორმა ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 297 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 749 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა. იმავე წლის ოქტომბერში კი ოჯახმა ეს ქონება გერმანიის ელჩს მიაქირავა.
მედიის ცნობით, იმ მისამართზე, სადაც გერმანიის ელჩი ამჟამად ცხოვრობს, ასევე რეგისტრირებულია შპს „ხაზარაძე ჰოლდინგი", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც თავად მამუკა ხაზარაძეა.