https://sputnik-georgia.com/20250805/acharashi-evropashi-kvelaze-grzeli-orzoliani-ziplaini-gaixsna-294404994.html
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა
Sputnik საქართველო
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T13:00+0400
2025-08-05T13:00+0400
2025-08-05T13:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
აჭარის მთავრობა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24296/49/242964918_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_1eff68596aea6eccae3f8540b5ed16e4.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხის მთაზე მოეწყო, აჭარაში სამთო ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა. როგორც თამაზაშვილმა განაცხადა, აჭარაში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეგიონში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.1.789-მეტრიანი, ორზოლიანი ზიპლაინის მოსაწყობად 9 მლნ ლარი დაიხარჯა - სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.ჩირუხის მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება.მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩიხურას მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი–ხიხანი–გოდერძის სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24296/49/242964918_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_062968a31884ac5b0c0f081b94ea0414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხის მთაზე მოეწყო, აჭარაში სამთო ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა.
როგორც თამაზაშვილმა განაცხადა, აჭარაში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეგიონში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
,,ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა. ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყო იტალიური კომპანია. ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა თამაზაშვილმა.
1.789-მეტრიანი, ორზოლიანი ზიპლაინის მოსაწყობად 9 მლნ ლარი დაიხარჯა - სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
ჩირუხის მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება.
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩიხურას მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი–ხიხანი–გოდერძის სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.