https://sputnik-georgia.com/20250804/ramdeni-adamiani-daigupa-avariis-shedegad-294379916.html
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოხდა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. 04.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-04T10:54+0400
2025-08-04T10:54+0400
2025-08-03T10:37+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 216 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.უწყების ცნობით, 2025 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 2.860 ავარია მოხდა, რომელშიც 216 ადამიანი დაიღუპა და 3.816 დაშავდა.ამასთან, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს გურიის რეგიონი, სადაც 45 ავარიას ემსხვერპლა 9 ადამიანი, 57 კი დაშავდა.ავარიების სახეობებიავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 3.142 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 109 და დაშავდა 2.147 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება. ამ პერიოდში 917 მსგავსი შემთხვევის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 819 დაშავდა.მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით – 454 ავარიაში დაიღუპა 8 და დაშავდა 427 ადამიანი.ავტოავარიების ხუთეულში შედის შეჯახება დაბრკოლებაზე – დაიღუპა 10 ადამიანი, 101 კი დაშავდა.ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ხშირად მონაწილეობენ მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ავარიების მხოლოდ 8% მოდის.ავარიების მიზეზებისაქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია მოხვევისას არასწორი მანევრი, მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა ან შემხვედრ ზოლზე გასვლა, ხოლო მესამე ადგილზეა ავტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა.ავარიის ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა სიჩქარის გადაჭარბება და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოხდა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში.
თბილისი 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 216 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2025 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 2.860 ავარია მოხდა, რომელშიც 216 ადამიანი დაიღუპა და 3.816 დაშავდა.
ამასთან, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.
ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს გურიის რეგიონი, სადაც 45 ავარიას ემსხვერპლა 9 ადამიანი, 57 კი დაშავდა.
ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 3.142 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 109 და დაშავდა 2.147 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება. ამ პერიოდში 917 მსგავსი შემთხვევის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 819 დაშავდა.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით – 454 ავარიაში დაიღუპა 8 და დაშავდა 427 ადამიანი.
ავტოავარიების ხუთეულში შედის შეჯახება დაბრკოლებაზე – დაიღუპა 10 ადამიანი, 101 კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ხშირად მონაწილეობენ მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ავარიების მხოლოდ 8% მოდის.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია მოხვევისას არასწორი მანევრი, მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა ან შემხვედრ ზოლზე გასვლა, ხოლო მესამე ადგილზეა ავტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა.
ავარიის ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა სიჩქარის გადაჭარბება და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა.