პოლიციამ 34 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2025
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. დუშეთის პოლიციამ 34 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 51 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულს და 34 წლის მამაკაცს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულმა მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე „ცხელ კვალზე" დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0