ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებაქთ
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აჭარაში თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 22-დან 28 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
პოლიციამ ასევე ამოიღო მცირე ზომის ელექტროსასწორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0