https://sputnik-georgia.com/20250804/gcca-7-tveshi-momxmarebelta-uplebebis-dargvevis-87-paqti-dadasturda-294398874.html
GCCA: ბოლო შვიდ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 87 ფაქტი დადასტურდა
GCCA: ბოლო შვიდ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 87 ფაქტი დადასტურდა
Sputnik საქართველო
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს. 04.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-04T17:00+0400
2025-08-04T17:00+0400
2025-08-04T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ბიზნესგარემო
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807776_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_7595970bc83caa8e4f0b87e2f3b736ab.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის შვიდ თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 130 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 87 ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის შვიდ თვეში - 733 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2310 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 საქმეზე 40 მოვაჭრეს ჯამში 33 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. 2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები. შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 245, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 231, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 125, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 44, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 62 განაცხადი. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 17%-ს. ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს. 2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807776_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_553b5a7a964810aeb8e4c5eb00784c82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება
GCCA: ბოლო შვიდ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 87 ფაქტი დადასტურდა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის შვიდ თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 130 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 87 ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის შვიდ თვეში - 733 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2310 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 საქმეზე 40 მოვაჭრეს ჯამში 33 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 104 საქმეზე 94 შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 245, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 231, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 125, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 44, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 62 განაცხადი.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 17%-ს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.