https://sputnik-georgia.com/20250803/danashauli-saqarteloshi-monacemei-ganaxlda-294379510.html
დანაშაული საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ტოპ-5
დანაშაული საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ტოპ-5
Sputnik საქართველო
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი დანაშაულების გამოვლენაში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა 03.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-03T10:57+0400
2025-08-03T10:57+0400
2025-08-03T10:57+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2025 წლის ორ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ, დანაშაულის მაჩვენებელი 2,96%-ით შემცირდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ 26 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ჩადენილი 26.038 დანაშაულიდან გახსნილია საქმეების 66,16%.დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი დანაშაულების გამოვლენაში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, კრიმინალური სამყაროს წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები.შსს-ს ცნობით, 2025 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა საფრთხეში მიტოვება და წამება.ამასთან, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა არც ერთი დანაშაული, როგორიცაა პოლიტიკური, რელიგიური ან საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რასობრივი დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვა, ბანდიტიზმი, ტერორისტული თავდასხმები ან საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა. ეს ტენდენცია უკვე ორი წელია გრძელდება.2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული:გარდა ამისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მკვლელობის - 34, გაუპატიურების - 60, თვითმკვლელობამდე მიყვანის - 705, ადამიანებით ვაჭრობის - 4, თავისუფლების უკანონო აღკვეთის - 56 და არაადამიანური მოპყრობის - 11 შემთხვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დანაშაული საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ტოპ-5
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი დანაშაულების გამოვლენაში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2025 წლის ორ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ, დანაშაულის მაჩვენებელი 2,96%-ით შემცირდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ 26 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ჩადენილი 26.038 დანაშაულიდან გახსნილია საქმეების 66,16%.
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი დანაშაულების გამოვლენაში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, კრიმინალური სამყაროს წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები.
შსს-ს ცნობით, 2025 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა საფრთხეში მიტოვება და წამება.
ამასთან, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა არც ერთი დანაშაული, როგორიცაა პოლიტიკური, რელიგიური ან საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რასობრივი დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვა, ბანდიტიზმი, ტერორისტული თავდასხმები ან საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა. ეს ტენდენცია უკვე ორი წელია გრძელდება.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული:
ტრანსპორტთან დაკავშირებული დანაშაული – 1 569.
გარდა ამისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მკვლელობის - 34, გაუპატიურების - 60, თვითმკვლელობამდე მიყვანის - 705, ადამიანებით ვაჭრობის - 4, თავისუფლების უკანონო აღკვეთის - 56 და არაადამიანური მოპყრობის - 11 შემთხვევა.