https://sputnik-georgia.com/20250802/stiqiam-rawasi-problemebi-seqmna-294374095.html
რაჭაში სტიქიამ პრობლემები შექმნა
რაჭაში სტიქიამ პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 02.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-02T11:19+0400
2025-08-02T11:19+0400
2025-08-02T11:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249098409_0:42:1000:605_1920x0_80_0_0_c2c45028112963f141075f1d47949d32.jpg
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა, ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საავტომობილო გზები. მერიის ინფორმაციით, სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია. სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. გარდა ამისა, საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249098409_69:0:932:647_1920x0_80_0_0_1b5da36fbbc4b761179028e8259de431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი
რაჭაში სტიქიამ პრობლემები შექმნა
რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა, ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საავტომობილო გზები.
მერიის ინფორმაციით, სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია.
სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
გარდა ამისა, საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.