თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2025
გამოწერა
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ორი დღის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.
პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშანჟილეტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0