https://sputnik-georgia.com/20250801/soflis-ganvitarebis-saagentos-departamentis-moqmedi-ufrosi-daakaves-294367682.html
სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავეს
სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T18:32+0400
2025-08-01T18:32+0400
2025-08-01T18:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე კაპანაძე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ინაწილებდა უკანონოდ მითვისებულ თანხებს. უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფში 12 პირი მონაწილეობდა, ხოლო დაუფლებული თანხა თითქმის მილიონ ლარს აღწევს. კაპანაძე დღეს 1 აგვისტოს დააკავეს, ხოლო ამავე სქემის მონაწილე 11 პირი 18 ივლისს დააკავეს, მათ შორის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელიც. საქმე ეხება "სოფლის განვითარების სააგენტოს" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ფიზიკური პირებისა და ინდმეწარმეების 150.000-ლარიანი დაფინანსების პროგრამას, რომელიც დაკავებულებმა თაღლითურად გამოიყენეს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს "სოფლის განვითარების სააგენტოს" და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826.815 ლარის ოდენობით. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით. უწყების ცნობით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე კაპანაძე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ინაწილებდა უკანონოდ მითვისებულ თანხებს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფში 12 პირი მონაწილეობდა, ხოლო დაუფლებული თანხა თითქმის მილიონ ლარს აღწევს. კაპანაძე დღეს 1 აგვისტოს დააკავეს, ხოლო ამავე სქემის მონაწილე 11 პირი 18 ივლისს დააკავეს, მათ შორის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელიც.
საქმე ეხება "სოფლის განვითარების სააგენტოს" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ფიზიკური პირებისა და ინდმეწარმეების 150.000-ლარიანი დაფინანსების პროგრამას, რომელიც დაკავებულებმა თაღლითურად გამოიყენეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს "სოფლის განვითარების სააგენტოს" და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.
წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826.815 ლარის ოდენობით.
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.
უწყების ცნობით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.