https://sputnik-georgia.com/20250801/narkodanasaulis-braldebit-tbilissi-ori-piri-daakaves-orive-warsulsi-nasamartlevia-294367388.html
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აეროპორტში ორი პირი დააკავეს: ორივე წარსულში ნასამართლევია
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აეროპორტში ორი პირი დააკავეს: ორივე წარსულში ნასამართლევია
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T17:54+0400
2025-08-01T17:54+0400
2025-08-01T17:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/13/277833054_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6b7eb68f6de41fe69ed339ca82ee404b.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 53 წლის პირები დააკავეს - ორივე მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება. ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი ბრალდებულის მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მეორე ბრალდებულისგან კი ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/13/277833054_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d80303d3f67eecf4c8b443551fc47563.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აეროპორტში ორი პირი დააკავეს: ორივე წარსულში ნასამართლევია
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 53 წლის პირები დააკავეს - ორივე მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.
ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი ბრალდებულის მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მეორე ბრალდებულისგან კი ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.