https://sputnik-georgia.com/20250801/binadrobis-nebartvebis-skandali-tarlitobasi-braldebul-opozicioners-patimroba-seefarda-294368815.html
ბინადრობის ნებართვების სკანდალი: თაღლითობაში ბრალდებულ ოპოზიციონერს პატიმრობა შეეფარდა
ბინადრობის ნებართვების სკანდალი: თაღლითობაში ბრალდებულ ოპოზიციონერს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს და თუ დაკავებულს დამნაშავედ ცნეს, მას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 01.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-01T19:07+0400
2025-08-01T19:07+0400
2025-08-01T19:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეურჩია.გამოძიების ინფორმაციით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5,6 ათასი დოლარი მოსთხოვა. ცანავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.როგორც პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ამიტომაც ბრალდებამ პატიმრობა მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ ცანავა ტრაბახობდა გავლენიანი კავშირებით და მათ პირადი მიზნებისთვის იყენებდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ დანაშაულში შესაძლოა ფიგურირებენ სხვა პირები, რომლებთანაც ცანავამ საერთო პოზიცია შეიძლება შეათანხმოს.დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ლაშა ცანავას ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეში ჩართული ორი ირანელი მოქალაქე აგენტ-პროვოკატორები იყვნენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ ამოიღო მიზანში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცანავა მხოლოდ სხვებს ეხმარებოდა და ღიად მოქმედებდა.ადვოკატმა დასძინა, რომ ცანავას მხრიდან არ იყო გაქცევის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ უნდა მომხდარიყო.თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არადამაჯერებლად მიიჩნია და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.საქმის დეტალებიგამოძიებამ დაადგინა, რომ 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ ცანავას მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ცანავა მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისსა და 12 ივნისს თბილისში ცანავასთან შეხვედრებისას მას დამატებით 2,5 ათასი დოლარი გადასცა.ამგვარად, ლაშა ცანავა მის მიერ მოთხოვნილი 5,6 ათასი დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2.650 დოლარს.გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლით (თაღლითობა) მიმდინარეობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო
ბინადრობის ნებართვების სკანდალი: თაღლითობაში ბრალდებულ ოპოზიციონერს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს და თუ დაკავებულს დამნაშავედ ცნეს, მას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეურჩია.
გამოძიების ინფორმაციით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5,6 ათასი დოლარი მოსთხოვა. ცანავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
როგორც პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ამიტომაც ბრალდებამ პატიმრობა მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ ცანავა ტრაბახობდა გავლენიანი კავშირებით და მათ პირადი მიზნებისთვის იყენებდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ დანაშაულში შესაძლოა ფიგურირებენ სხვა პირები, რომლებთანაც ცანავამ საერთო პოზიცია შეიძლება შეათანხმოს.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ლაშა ცანავას ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეში ჩართული ორი ირანელი მოქალაქე აგენტ-პროვოკატორები იყვნენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ ამოიღო მიზანში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცანავა მხოლოდ სხვებს ეხმარებოდა და ღიად მოქმედებდა.
ადვოკატმა დასძინა, რომ ცანავას მხრიდან არ იყო გაქცევის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ უნდა მომხდარიყო.
თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არადამაჯერებლად მიიჩნია და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ ცანავას მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ცანავა მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისსა და 12 ივნისს თბილისში ცანავასთან შეხვედრებისას მას დამატებით 2,5 ათასი დოლარი გადასცა.
ამგვარად, ლაშა ცანავა მის მიერ მოთხოვნილი 5,6 ათასი დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2.650 დოლარს.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლით (თაღლითობა) მიმდინარეობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.