https://sputnik-georgia.com/20250731/sasazrvro-gamsvebi-punqt-darialidan-evakuacia-ganxorcielda-294360369.html
სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
პრევენციის მიზნით საავტომობილო გზა გადაიკეტა 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T22:39+0400
2025-07-31T22:39+0400
2025-07-31T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23079/72/230797214_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_6e244a708fe6c5832e9a3d4b96809cde.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შსს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23079/72/230797214_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_c93343e0c2ed67f9b126e5d1ec14b157.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
პრევენციის მიზნით საავტომობილო გზა გადაიკეტა
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შსს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.
მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.