https://sputnik-georgia.com/20250731/mdinare-iordaneze-qartuli-kulturuli-centris-msenebloba-gagrzeldeba-294353864.html
მდინარე იორდანზე ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობა გაგრძელდება
მდინარე იორდანზე ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობა გაგრძელდება
Sputnik საქართველო
მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი საქართველოს ოფიციალურად 2022 წლის... 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T11:16+0400
2025-07-31T11:16+0400
2025-07-31T11:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
კულტურა საქართველოში
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23457/40/234574005_0:162:3063:1885_1920x0_80_0_0_74d63a2c86f2c770e48dc01d118544d8.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა იმ კომისიის განახლებული შემადგენლობა, რომელიც მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობას ახორციელებს.იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, 2022 წელს საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, რომლის მშენებლობას სამთავრობო კომისია კურირებს.14 ივლისის განკარგულების თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე შიო, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.კულტურის ცენტრის პროექტზე არქიტექტურულ-კონსალტინგური ფირმა Yousef Madanat Architeqture Studio მუშაობს.მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი საქართველოს ოფიციალურად 2022 წლის ზაფხულში გადაეცა.საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23457/40/234574005_167:0:2896:2047_1920x0_80_0_0_1b081fdf824f070d2f92b039fa93c2ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კულტურა საქართველოში, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კულტურა საქართველოში, რელიგია
მდინარე იორდანზე ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობა გაგრძელდება
მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი საქართველოს ოფიციალურად 2022 წლის ზაფხულში გადაეცა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა იმ კომისიის განახლებული შემადგენლობა, რომელიც მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობას ახორციელებს.
იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, 2022 წელს საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, რომლის მშენებლობას სამთავრობო კომისია კურირებს.
14 ივლისის განკარგულების თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე შიო, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
კულტურის ცენტრის პროექტზე არქიტექტურულ-კონსალტინგური ფირმა Yousef Madanat Architeqture Studio მუშაობს.
მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი საქართველოს ოფიციალურად 2022 წლის ზაფხულში გადაეცა.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.