https://sputnik-georgia.com/20250730/saqartvelo-turqetis-sazgvarze-migranti-ukanonod-gadahkavdat-294340658.html
საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ: დაკავებულია სამი პირი
საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ: დაკავებულია სამი პირი
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 30.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-30T13:43+0400
2025-07-30T13:43+0400
2025-07-30T13:43+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თურქეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 26--დან 46 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც დიდი ოდენობით თანხა აიღეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 18-344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თურქეთი , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თურქეთი , ახალი ამბები
საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ: დაკავებულია სამი პირი
დაკავებულებს შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 26--დან 46 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც დიდი ოდენობით თანხა აიღეს.
„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისათვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 18-344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.