სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში კვების ობიექტებს ამოწმებს

© photo: Sputnik / Stringerთევზის ფესტივალი
თევზის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2025
გამოწერა
სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ იფორმაციაში.
ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს.
სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას.
უწყების ცნობით, წინა წლებთან შედარებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.
„თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა განახორცილონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0