პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და აჭარაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ჩატარდა - დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 21-დან 51 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობას, რეალიზაციის მცდელობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0