https://sputnik-georgia.com/20250727/saparlamento-delegacia-chinetshi-imkopeba-294301582.html
საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში: საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება
საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში: საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება
Sputnik საქართველო
ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების... 27.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-27T15:00+0400
2025-07-27T15:00+0400
2025-07-27T15:00+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში და გლობალური პარტნიორობის ხაზგასმა არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი თემა, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც მათივე თქმით, წარმოადგენს ქართველი ხალხის ეკონომიკურ ინტერესს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, „შუა დერეფანი” დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისთვის, შესაბამისად, ამ ორი ბაზრის დაკავშირებ „შუა დერეფნის" გარეშე ვერ მოხდება.მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას. ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. 2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში: საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება
ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში და გლობალური პარტნიორობის ხაზგასმა არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი თემა, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.
პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც მათივე თქმით, წარმოადგენს ქართველი ხალხის ეკონომიკურ ინტერესს.
„საქართველო განიხილება როგორც გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო „შუა დერეფნის” - მთავარ ქსელურ კვანძს”, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, „შუა დერეფანი” დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისთვის, შესაბამისად, ამ ორი ბაზრის დაკავშირებ „შუა დერეფნის" გარეშე ვერ მოხდება.
მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას. ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
„საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შეესაბამება ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტს და საქართველოს მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც უპირველესად პოზიტიურად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე",- განაცხადა ვოლსკიმ.
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).